თუ საჭირო გახდება ყველა ვითომ არსებულ კანონს გადავაბიჯებ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

“დღეს ჩემი აქ ყოფნის მიზეზი არის, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფო…. ეს ადამიანი დღეს არის ტყვეობაში, ჩვენ ამ ადამიანის ტტყვეობიდან დახსნა უნდა შევძლოთ.

ქართველმა არაქართველმა ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დავიხსნათ იგი ტყვეობიდა. ქართული ოცნების ჯოჯოხეთის ტყვეობიდან. სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, სახელმწიფოს ყველა სისტემა ჩამოშლილია, ქვეყანა დაქცეულია, ქვეყანა უფსკრულშია. თუ საჭირო გახდება ყველა ვითომ არსებულ კანონს გადავაბიჯებ, იცით რატომ იმიტომ რომ სამართალი არ არ სებობს, ყველა აქციას შევუერთდები”,- ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მისულმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.