რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის სააკაშვილის აშენებული – რომ დამცლოდა, ლაზიკაც უკვე აშენებული იქნებოდა.
რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის სააკაშვილის აშენებული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სააკაშვილის განმარტებით, მას რომ დაცლოდა, ლაზიკა უკვე აშენებული იქნებოდა და ის დღეს შავი ზღვის ყველაზე ბრწყინვალე პორტი იქნებოდა.
„ეს იყო ქვეყანა, რომელიც ახალ ქალაქებს აშენებდა. რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის სააკაშვილის აშენებული, რომ დამცლოდა, ლაზიკა უკვე აშენებული იქნებოდა და შავი ზღვის ყველაზე ბრწყინვალე პორტი იქნებოდა. ქუთაისი პრაქტიკულად ახალ ქალაქად იქცა. ჩემი კონცეფცია იყო ის, რომ რეგიონები უნდა განვითარებულიყო. ქუთაისელები უნდა ამაყობდნენ იმით, რომ ძალიან მაგარ ქალაქში ცხოვრობენ და არა ჩამორჩენილ ადგილზე, რომელიც პრაქტიკულად, სოფლად აქციეს. პარლამენტში ძროხები ძოვენ. იმიტომ გადავიტანეთ იქ პარლამენტი, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლო გადავიტანეთ, ლაზიკაში უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავარი ფინანსური ცენტრი“,-განაცხადა სააკაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს საქართველო საერთაშორისო საზოგადოების ეპიცენტრში იყო.
– “მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვართ დღეს ქვეყანა, რომელსაც დღეს ხანდახან ერთი ელჩი წამოარტყამს თავში და ხან მეორე. აშშ-ის სამი პრეზიდენტი ჩამოვიდა ჩემი პრეზიდენტობის დროს, ჯორჯ ბუში, ტრამპი და ბაიდენი, ასევე რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი. ეს არის ქვეყანა, სადაც სიცოცხლის რისკის ფასად 6 ევროპელი ლიდერი დადგა ჩვენთან ერთად. ეს იყო ქვეყანა, სადაც ომის დროს ჩამოვიდა გერმანიის კანცლერი, თურქეთის პრეზიდენტი, 4 თუ 8 სხვა ლიდერი. პრაქტიკულად ბომბების ქვეშ, საქართველოს დასაცავად დიდი სამიტი გაიმართა. ეს იყო ქვეყანა, სადაც ტურისტულ სეზონს მონაკოს პრინცი გვიხსნიდა“ – განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეკონომიკა ძლიერი იყო.
– „ეს ტრაგედია ვითარდება იმ ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს, დიდი ხნის განმავლობაში იყო მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი “მსოფლიო ბანკის” მონაცემებით, დღეს ჩვენ ვართ კოვიდის სიკვდილიანობით პირველი, ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი, ჩვენ ვიყავით მსოფლიოში ყველაზე მზარდი ეკონომიკური ქვეყანა. 4-ჯერ გაიზარდა ეკონომიკა ჩემი პრეზიდენტობის დროს. საქართველომ ბოლო 9 წელი მთლიანად გადაყარა. ომის, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში ეროვნული დოვლათი გაიზარდა 4-ჯერ. საქართველოს ბიუჯეტი გაიზარდა 12-ჯერ, ხელფასები და პენსიები 10-ჯერ“ – განაცხადა სააკაშვილმა.
წყარო: ptn.ge