“მიშა არადროს მოუხდის ბოდიშს გირგვლიანის , რობაქიძის, გამცემლიძის და სხვათა მშობლებს, მეტიც სინანულსაც კი არ გამოხატავს მათ დაღუპვაზე” 

მიშა ასეთია, როგორიც არის, როგორიც ვიხილეთ დღევანდელ სასამართლოზე და არც არასდროს შეიცვლება – ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

აი, როგორ მაკვირვებს ის ხალხი, რომლებიც გულწრფელად ფიქრობდით, რომ მიშა თავის სიტყვაში საკუთარ შეცდომებს აღიარებდა, ვისაც გჯეროდათ, რომ მან თუნდაც ციხეში ყოფნისას, საკუთარი შეხდულებებში რამეში გადააფასა , ან რამეზე სინანულის გრძნობა გაუჩნდა. რეალობა კი ისაა, რომ მიშა ასეთია, როგორიც არის, როგორიც ვიხილეთ დღევანდელ სასამართლოზე და არც არასდროს შეიცვლება.

ჰოდა, კეთილი ვინებოთ და აღვიქვათ ისეთი როგორიც არის და არა წარმოსახვითი მიშა. მიშა, რომელიც მუდმივად იქნება დარწმუნებული, რომ დააფუძნა და შექმნა ყველაზე წარმატებული, რეფორმების კუთხით ნომერ პირველი სახელმწიფო, მიშა, რომელიც ფიქრობს, რო წარმატებული ეკონომიკა ააშენა და ახლა ანგრევენ მის გაკეთებულს, რომ მის დროს არ გარბოდა ხალხი ქვეყნიდან და ახლა გარბის, მიშა რომელიც ფიქრობს რომ 7 ნოემბერს მართალი იყო, სწორად დაგვარბია, რადგან თურმე ჩვენ დავესხით თავს პოლიციას, “იმედში” სწორად შევარდა, პატიმართა წამება დადგმულია, მიშა რომელიც არადროს მოუხდის ბოდიშს გირგვლიანის , რობაქიძის, გამცემლიძის და სხვათა მშობლებს, მეტიც სინანულსაც კი არ გამოხატავს მათ დაღუპვაზე .(სხვათა შორის ვაკვირდებოდი, არც მის მშობლებს, ერთხელ არ მოსვლიათ თავში, წვეთი სინანულის გრძნობა არ გამოუხატავთ მეორე მხარეს მდგარი მშვილმკვდარი დედების მიმართ, როცა აცხადებდნენ რა უნდათ ქართველებს, რა არ მოსწონდათ ჩვენი შვილის მმართველობაშიო).

საბოლო ჯამში ესაა მიშა რომელიც დარწმუნებულია 2012 -ში ქართველმა ხალხმა კი არა, სინამდვილეში პუტინმა გადაირჩია. არც არაფერ ნანობს და არც არავის არაფერს პატიობს. ერთადერთი, რასაც იტყვის, ჰო სასამართლო რეფორმა უნდა გამეტარებინაო. ჩემი აზრით ამასაც იმიტომ “აღიარებს”, რომ დღეს ასე სათავისოდ სჭირდება , რათა სათქმელი ჰქონდეს, რეჟიმი არარეფრომირებული, არათავისუფალი სასამართლოთი მასამართლებსო.

სხვანაირად, თუკი არ ახსენებდა სასამართლო რეფორმა არ გავატარეო, მაშინ სასამართლოსადმი უნდობლობის ეგ არგუმენტიც წაერთმეოდა და ვეღარც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულს დაარქმევდა საკუთარ თავს.მოკლედ მომწონს თუ არ მომწონს, ესაა რაცაა. ესაა რეალობა და არა სხვანაირი. მე მგონი, რომ დღეს, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისათვის საბოლოოდ გაეცა პასუხი კითხვას, აქვს თუ არა ამ ადამიანს სერიოზულად გადახედილი, გადაფასებული საკუთარი დამოკიდებულება მისი მმართველობის პირობებში მოხდარ იმ მოვლენებზე, რაზეც ეს ხელისუფლება კი არა, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ედავებოდა. არა, არ აქვს, არც აპირებს და ეს არის ფაქტი! ისიც ფაქტია, რომ სწორედ ასეთ მიშას ჰყავს მომხრეები, მიმდევრები მათ შორის ფანატიკურად ერთგულები.

ამიტომ, ყველა მხარემ უნდა გავიგოთ, თუკი ერთ სახელმწიფოში გვიწევს ცხოვრება, უნდა შევეგუოთ ჩვენს თანაარსებობას, მათ შორის ამ პიროვნების მიმართ რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულების პირობებშიც. თუკი გვინდა ნორმალური სახელმწიფოს აშენება მისმა მომხრეებმაც და მოწინააღმდეგეებმაც უნდა გავითავისოთ, რომ ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი ადამიანის ყველა კონსტიტუციური უფლება, არ აქვს მნიშვნელობა მიშა, იქნება მისი მომხრე თუ მისი მოწინააღმდეგე. რომ არც ერთ მთავრობას აღარასოდეს აღარ უნდა მივცეთ საშუალება შეუარცხყოს ვინმეს ღირსება, რომელ პოლიტიკურ მხარესაც არ უნდა წარმოადგენდეს ეს ადამიანი. სხვანაირად არაფერი გამოგვივა.