თბილისში გაზით მოწამვლით ირანის 2 მოქალაქე გარდაიცვალა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე ბუნებრივი აირით მოწამვლით შედეგად გარდაიცვალა.

ტრაგიკული შემთხვევა, სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებულ გარე-წვის წყლის გამათბობელს უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

“ნეტგაზეთი”