ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
იაპონელები მიხვდნენ, თუ რა დიდი საფრთხის წინაშე დგანან ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო ალიანსის წინაშე და… უპირველესი იაპონური გაზეთი “ასახი” წერს:
იაპონიამ უნდა შეძლოსო აშშ-სა და ჩინეთ-რუსეთის შერიგება და დაძაბულობის შემცირებაო!
იაპონელები ხვდებიან: მიუხედავად იმისა, რომ მათი ისედაც მცირე ტერიტორიის 10% ამერიკულ ბაზებს აქვს დაკავებული, დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში,
ტაივანის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, ჯერი აიპონიაზე მიდგენა. იაპონიის მიწების რაღაც ნაწილი ახლაც მითვისებული აქვთ სამხრეთ კორეელებსა და ჩინელებს!
მხოლოდ უტვინო, ხურუშიან და პოლიტიკურად უმეცარ ქართულ ცნობიერებაში არაფერი იცვლება: არაფერი!
ისტორიული სიმახინჯე გრძელდება, ეს სიმახინჯე კი იმაში ვლინდებოდა, რომ არასდროს ვიცოდით ვის რა ინტერესები გააჩნდა მაშინდელ სამყაროში, ვინ რისთვის და რისკენ ილტვოდა: პრიმიტიული აზროვნებით ვხატავდით მტრის სახეს! მერე იმას, “რომელიც ამ “მტრის” წინააღმდეგ იბრძოდა, ვუღალატებდით, და “მტრის” მხარეს გადავიდოდით და “მოყვარეს” ვებრძოდით და
ეს პოლიტიკური ჩათლახობა დიდი ჭკუის გამოვლინებად გვესახებოდა! შედეგად ქართული უდიდესი სახელმწიფოს პერსპექტივა გაგვინადგურეს, ქართული სახელმწიფოს დემონტაჟი ქართველების ხელით განახორციელეს,
უკანასკნელ 100 წელიწადში კი ქვეყნის ტერიტორიის 55% დაგვაკარგვინეს ისევ ქართველების ხელით, მათ შორის 20%-ზე მეტი 21-ე საუკუნეში (!), და ამ ღალატის აღმასრულებელი პირველი პირი ისევ ბელადად მიაჩნია გონებადამთხვეულ ხალხს და შლეგის ერთგულებით ტრაგი-კომიკურ მასკარადებს აწყობს ყოველდღე!
ის, რომ საკუთარი სახელმწიფო გაქვს,
მას მოვლა უნდა, დღედაღამ შრომა უნდა,
ცოდნა, მუდმივი ფიქრი და მომავალის აღზრდა სჭირდება, აღარ გვაინტერესებს: ამ გონებაბნელ კერპთაყვანისმცემლებს ნებისმიერი მიმართულებისა ქვეყანა გვინდა გადავაყოლოთ და… გადავაყოლებთ კიდეც,
თუ არ ჩაიჭრა ეს მახინჯი ისტორიული ჯაჭვი და ქცევის მახინჯი მიმდინარეობა.
საკუთარი სახელმწიფო სხვა აზროვნებას მოითხოვს:
პრიმიტიული ბიპოლარული ოპოზიცია “მტერი”-“მოყვარე”
დიდ პოლიტიკაში უაზრობაა! “ყველა დიდ მოთამაშეს ინტერესები ამოძრავებს და მათ მოქმედებას მხოლოდ ეს განსაზღვრავს.
2021 წელსაც არ გესმოდეს ეს, იქცეოდე უმწიფარი ადამიანივით და პოლიტიკა კი იმბეცილის დონისა გქონდეს, – კარგს არაფერს მოგიტანს, რადგან ახლაც, 30 წლისთავზე კარგი არაფერი მოაქვს.
P.S.
ისტორიკოსების ფუნქცია წარსულის ზუსტი მეცნიერული რეკონსტრუქციაა და არა ვიღაცასთან პოლემიკა და გაბუქება წარსულისა, – არარსებული წარსულისა და ხალხის ცნობიერების გამოტაყვანება.
პატრიტიზმი სწორედ წარსულის გააზრება და რეკონსტრუქციაა ცივი გონებით რომ მომავალში სეცდომები გამნოირიცხოს და არა ის, რასაც ქართველი ისტორიკოსები აკეთებენ: “იცავენ დიად წარსულს”.
იცით, რა გითხრათ?!
ფიზიკოსი ფიზიკასთან მიმარტებაში პატრიოტი ვერ იქნება, იგი მცოდნე უნდა იყოს! იგივეა მშენებელი და სხვა პროფესიონალი. პატრიოტიზმი ჩვენი სამოქალაქო მდგომარეობაა სულისა და არა პროფესიული.
ამიტომ პატრიოტი ისტორიკოსი, რომელიც იგონებს არარსებულ წარსულს ისეთივე უაზრობაა, როგორც სხვა უამრავი უაზრობა.