საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ინგა გრიგოლიას ბოდიშს უხდის.
სააკაშვილმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ შვიდ ნოემბერს ადამიანებმა სტრესი განიცადეს.
მან ასევე ისაუბრა, რომ სტრესის გამო გერმანელი ექიმის ჩარევა მასაც დასჭირდა, რადგან ერთ-ერთი ორგანოს მწვავე ანთება ჰქონდა.
მე ახლა ვუყურებ ინგა გრიგოლიას,
ინგამ ამასწინათ ისაუბრა 7 ნოემბერზე. თქვა, როდესაც პოლიცია შევიდა „იმედში“ დიდი სტრესი განიცადა და როგორ მოხვდა შემდეგ კლინიკაში. რამდენიმე დღის შემდეგ მე მივეცი ინგას ინტერვიუ მთავრობის სახლში (მასაც შეიძლება ახსოვს) .
მინდა გითხრათ, რომ ძალიან განვიცდი, მას ეს სტრესი რომ მიადგა, ისევე როგორც ბევრ სხვა ადამიანს, მაგრამ მეც მქონდა მძიმე ტრამვა, მე მქონდა ძალიან მწვავე ანთება ერთ-ერთი ორგანოსი, როდესაც ამ ინტერვიუს ვიძლეოდი და მქონდა მაღალი სიცხე. ეს ყველაფერი იყო შედეგი იმ ტრამვისა და განცდებისა, რაც ვიხილე და რაზეც პოლიტიკური პასუხიმგებლობა ავიღე.
მე მინდა ეს ინგამ იცოდეს, არასდროს მითქვამს. იმ ინტერვიუს შემდეგ გვერდზე ოთახში მელოდა გერმანელი ექიმი, მისი ხარჯებიც ალბათ შეტანილია და ალბათ მასაც ბოტოქსი ჰქვია. გერმანელი ექიმი რამდენიმე დღის განმავლონბაში ცდილობდა ჩემს განკურნებას. ეს ნიკა ყიფშიძემ კარგად იცის და თემურ ჯანაშიას კარგად ახსოვს“. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.