თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა უფლება, ბიუჯეტის ფულით კლარნეტი ეყიდა, ანალოგიური ქმედებისთვის რატომ ასამართლებენ მიხეილ სააკაშვილს – ეს კითხვა ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა ტვ პირველის ეთერში სტუმრობისას დასვა. ტელეკომპანია ,,კავკასიას” ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველოში ორმაგი სტანდარტი მოქმედებს.
გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილმა კლარნეტი რომ იყიდა, თვითონ ,,კლარინეტი” რომ ეძახა? ბიუჯეტიდან, 2019-ში, პრეზიდენტი რომ გახდა? სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა კლარნეტის ყიდვის უფლება ბიუჯეტიდან, თუ არ ჰქონდა? ჩვენთან ხომ ასეა, გამარჯვებულს არ ასამართლებენ და დამარცხებულებს ატყავებენ. არ გვაქვს ერთიანი სტანდარტი, ,,ოცნებას” რომ ეთქვა, დანაშაულია, რაც ჩაიდინა სააკაშვილმა, უგულავამ, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. გიგი უგულავა რაზე გაასამართლეს, პარტიულ მუშაკებს მერიის ბიუჯეტიდან ხელფასებს უხდიდა, დღეს მთელი ,,ქართული ოცნება” მერიის სსიპებში და აიპებში არ არის დასაქმებული? ორმაგი სტანდარტის გამო ვარ დათრგუნული. – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.