ანალიტიკოსი გია აბაშიძე სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ნინო ლომჯარიას მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ან “დაასხივეს” სპეცმანქანიდან ან უფრო რეალისტურია ის ვერსია, რომ სიბრიყვეების ტირაჟირებაში საკუთარ უფროსს უნდა გადაუსწროს. როგორი სირცხვილია, როცა სახალხო დამცველის ოფისი საკუთარ მოვალეობას თავს ვერ ართმევს და იქცა სააკაშვილის პარტიის განშტოებად. კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოს მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. მოსამართლის შეუცვლელობა გარანტირებულია ორგანული კანონით. უვიცი ლომჯარიას უვიც მოადგილეს ასევე ვურჩევდი სრულად ჩაიკითხოს 36-ე მუხლი საქართველოს ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ“ – წერს გია აბაშიძე.
ცნობისთვის, გიორგი ბურჯანაძე უზენაეს სასამართლოში 4 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსამართლეების არჩევა ფუნდამენტური პრინციპების უგულვებელყოფით მოხდა.
„ამ და სხვა მოსამართლეების არჩევა მოხდა ფუნდამენტური პრინციპების უგულვებელყოფით – თუ საქართველოში დემოკრატიულ მმართველობას მომავალი უწერია, ეს ხალხი სასამართლოში უვადოდ არ უნდა დარჩეს და არც დარჩებიან“ – წერს გია ბურჯანაძე.