,,რაც დრო გადის უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია“ – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მოინახულა:

,,რაც დრო გადის უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. აღსარება თქვა და ეზიარა, ახლა ხანგრძლივი ლოცვები მოისმინა და შვიდჯერ იცხო ზეთი, ახალი აღქმის შვიდი საიდუმლოდან ექვსი მასზე შესრულებულია და მეშვიდე ჯერ კიდევ ადრეა.

მე გახლავართ მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი და ყოველ ჩემს სამღვდელო მოქმედებაზე ლოცვა-კურთხევის აღება, არ შედის ჩემს მოვალეობაში. მე პატრიარქთან თავის დროზე შევათანახმე მისი ზიარება და რადგან მივიღე უფლება, ეს იმას ნიშნავს, რომ მე მაქვს სხვა წესების შესრულების უფლებაც.

მომეჩვენა ძალიან დასუსტებული იმასთან შედარებით რაც პირველად ვნახე ჯერ, მერე მეორეჯერ ვაზიარე ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 40 დღე იყო შიმშილობის გასული, მაშინ უფრო მომეჩვენა ფიზიკურად უკეთესად”