ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის ხოტბას ვაწყდებით.
,,დაუშვა, თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ, ქართულ სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ძალების შეყვანით უპასუხა?” – ეს კითხვაც სწორედ ისტორიის სახელმძღვანელოდან არის მოყვანილი.
შეგახსენებთ, აღნიშნული სახელმძღვანელოს შესწორების მოთხოვნით, პარტია ,,დროა”-ს ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ხვალიდან, 6 დეკემბრიდან საპროტესტო აქციები დააანონსა.