დღეს საკრებულო თბილისის მთავრობას დაამტკიცებს

დღეს საკრებულო თბილისის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელობის კანდიდატებს დაამტკიცებს.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ათივე რაიონის გამგებლობის კანდიდატები გუშინ წარადგინა. მათგან 4 ამ თანამდებობას პირველად დაიკავებს, 6-ს კი გამგებლის გამოცდილება უკვე აქვს.

როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრები აცხადებენ, კალაძის გუნდს „ქართული ოცნებიდან“ სრული მხარდაჭერა ექნება.

თბილისის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელობის კანდიდატები:

საბურთალო – გაიოზ ვასაძე;

მთაწმინდა – დავით კირკიტაძე;

კრწანისი – ბექა მიქაუტაძე;

ვაკე – დავით კვინიკაძე;

გლდანი – ლევან ნაროუშვილი;

სამგორი – კახა სამხარაძე;

ჩუღურეთი – დავით უთმელიძე;

დიდუბე – ვლადიმერ ძნელაძე;

ისანი – ნიკოლოზ ელისაშვილი;

ნაძალადევი – ირაკლი ანდღულაძე.

 

“იმედინიუსი”