შემთხვევა ქალაქ ჰიუსტონში (არიზონას შტატი) მოხდა: ინვალიდის ეტლში მჯდომმა პირმა სუპერმარკეტიდან რაღაც ნივთი გამოიტანა, რომლის საფასური არ გადაიხადა. მას უკან პოლიციელები დაედევნენ. ინვალიდი პირი მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა და არ გაჩერდა, მეტიც, მან პოლიციელებს დანა დაანახა და უთხრა, რომ თუ მისი გაჩერება უნდოდათ, დაეხვრიტათ. პოლიცია მართლაც ასე მოიქცა: განმეორებითი დაუმორჩილებლობის შემდეგ, ორმა პოლიციელმა ინვალიდს საერთო ჯამში, ზურგის მხრიდან, 9-ჯერ ესროლა. ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა. მომაკვდავ ადამიანს, გვარად რიჩარდსს, პოლიციელებმა ბორკილები დაადეს.
სროლების ვიდეო თავად პოლიციელებმა გადაიღეს, საქმეს ასევე თანდართული აქვს მარკეტის უსაფრთხოების კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეომასალა: