“მიშას ფეიკ-შიმშილობის, სასამართლოს შტურმით აღების ჩაფლავების მერე უთათბირნიათ და ახალი “გამოსავალი” მოუნახავთ”

ჟურნალისტიკის დოქტორი ხათუნა საგინაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

შერიგება

ნაცებს – მიშას ფეიკ-შიმშილობის, სასამართლოს შტურმით აღების ჩაფლავებისა, თუ მის გამოსახსნელად სხვა მრავალი მსგავსი ფიასკოს მერე უთათბირნიათ და ახალი “გამოსავალი” მოუნახავთ:
საყოველთაო ეროვნული შერიგება გამოვაცხადოთ, ყველა ერთმანეთს გადავეხვიოთ (რა თქმა უნდა, აცრილ-დაბუსტერებულები) და ერთ-ურთს ბრეჟნევის ამბორით ვემთხვიოთ; მერე თვალს მომდგარი კურცხალი მოვიხოცოთ და საყოველთაოდ ბედნიერ-უღრუბლობლო და ჩაპროშტნილ საქართველოში მიშას სატუსაღოს კარი გავუღოთ და ყველამ ბედნიერად ვიცხოვოროთო ))
რა თქმა უნდა, საყოველთაო ბუტაფორიული ეს შერიგება ისეთივე ყალბია, როგორც მთელი ნაცმოძრაობა:
აბა საიდან უნდა იცოდნენ დიადი ბელადის ტომის წევრებმა, რომ არ შეიძლება ნათლის ბნელთან შეზავება, ან რაი ზიარება უნდა ჰქონდეს ქრისტეს ბელიართან?!