აშშ-ს 30-წლიანმა მცდარმა პოლიტიკამ რუსეთის მიმართ, რუსეთი დღეს მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს ქვეყნად აქცია! სამ გეოპოლიტიკური ინტერესების მქონე უმთავრეს მოთამაშეს შორის (აშშ, ჩინეთი, რუსეთი), მისი მდგომარეობა და პოზიცია უმნიშვნელოვანესი გახდა, – ამ შინაარსის პოსტს ექსპერტი დემურ გიორხელიძე წერს.
„მე არ ვსაუბრობ, კარგია თუ ცუდია ეს! მე ვსაუბრობ მომხდარ ფაქტზე! რაშია შეცდომა?!
90-იანების დასაწყისში რუსეთს ფაქტობრივად დასავლეთის მარიონეტი ხელისუფლება ჰყავდა, – შესციცინებდნენ პირში და… მათი საგარეო საქმეთა მინისტრი კოზირევი ვაშინგტონში და ბრიუსელში მათხოვარივით „რას დაგვავალებთ, გვითხარით, გავაკეთებთო“.
მე მაქვს წაკითხული 1993 წელს მაშინდელი რუსეთის პრეზიდენტის, ყოვლად კურიოზული პიროვნების ელცინის წერილი რომ გაიხსნა ბრიუსელში, ნატოს შტაბ ბინაში, – რუსეთი ითხოვდა ნატოში გაწევრიანებას. გენერალი წერს, რომ რამდენიმე კაცი იყო იმ დროს იქ, უმაღლესი მმართველობაო და… შოკირებული იყვნენო… რაც ეკონომიკას დაემართა – კი იცით!
ვინ იყვნენ გაიდარი და მისი „კამანდა“ – ალბათ, არ იცით! და ეს იყო კოლექტიური დასავლეთის უდიდესი შეცდომა და იმის გამჟღავნება, რომ მათ რუსეთი არა სახელმწიფოდ, არამედ კოლონიად უნდათ! ევროპაში 550 წელი აქვს ანტირუსულ განწყობებს, – სხვა მომენტებს აღარ ვეხები. იცით, რაც მოჰყვა! 2017-ში რუსეთის დასაკლავი დანა ალესეს, მაგრამ… არ იმუშავა, – უფრო მაგარმა ჯგუფმა „გაუშვა ყველანი მოუსავალში“ და… პროცესი გაგრძელდა, რამაც შედეგი გამოიღო, მაგრამ… დიდი (მრავალრიცხოვანი) ერების სინამდვილეში ფუნდამენტური მეცნიერების (ალბათობის თეორიაში) ძალზე ღრმა კანონი მუშაობს, – მას „დიდი რიცხვების კანონი“ ჰქვია.
მცირერიცხოვან ერებში ეს კანონი არ მოქმედებს და ეს ქმნის დიდ პრობლემას. არ გესმოდეს ეს რეალობა, – ე.ი. დაკარგული გაქვს გონება და გამო…ლი ხარ, როგორც პიროვნება. კარგია ეს?! ცუდია ეს?! არცერთს აქვს მნიშვნელობა: ეს მოცემულობაა! მოცემულობა არ იცვლება ვირეშმაკული აზროვნებითა და ისტორიული მახინჯი წარმოდგენების მიდევნებით!
ცოტა დაკარგა საქართველომ უტვინო და ხურუშიანი პოლიტიკით?! გაიაზრა ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი ისტორია კრიტიკულად?! არა! შედეგი რა არის?! შედეგი სახეზეა! თუ არაფერი შეიცვალა, მალე უარესი იქნება“, – წერს გიორხელიძე.