ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 4226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ს ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 53 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 091 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 55 130 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 673, ხოლო PCR ტესტით – 21 457.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 7,67%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 8,31%, ხოლო ბოლო 7 დღეში 7,96% შეადგინა.
სულ ქვეყანაში ჩატარებულია – 2 264 582 აცრა, ხოლო 7 დეკემბერს ვაქცინირებულთა მონაცემმა 11 943 შეადგინა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 39 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 371 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირთა რაოდენობა – 1 189 შეადგენს.
შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 875 806 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 817 963, ვირუსს ემსხვერპლა 12 519 ადამიანი.