თუ რაც ხდება აწყობთ ხალხის დამონება? რავი, მგონია რომ ეს შესაძლებელია თუ მართლაც გვინდა ამ ჭირის მოშორება საზოგადოების დაყოფისა და დაპირისპირების გარეშე

ფილოსოფოსი არჩილ გელაშვილი “ფეისბუქზე” წერს:

“ერთი ასეთი კითხვა მაქვს: რაც ფული იხარჯება მსოფლიო მაშტაბით ამ კორონას ამბებზე, ამ ფულით რომ საკვები შეიძინონ მათთვის ვისაც საშუალება არ აქვს და პარალელურ პერიოდში ყველა სახელმწიფომ სახლში დასვას თავის მოსახლეობა, გაჩერდეს ყველაფერი გარდა სტრატეგიული ობიექტებისა. როგორც პირველად ისე რომ სახლში ვიყოთ სამი კვირა, სულ რაღაც სამი კვირა. ხომ გაქრება დედამიწიდან საერთოდ კორონა. ვისაც ჭირს მოიხდის და ვისაც არა არ გავრცელდება. მხოლოდ სამი კვირაა საჭირო დედამიწა რომ გავაჩეროთ და ფაფუ, კორონა აღარ იარსებებს. დედამიწაც ამოისუნთქებს ეკოლოგიის თვალსაზრისით. გარღვეული ოზონის სფეროც რაღაც დონით აღდგება როგორც 2020 წელს მოხდა. კარგად დაგეგმილი მენეჯმენტის შემთხვევაში სრულიად მარტივია ამის გაკეთება. დავიჯერო აზრად არავის მოუვიდა ამ ღონისძიების ჩატარება? თუ რაც ხდება აწყობთ ხალხის დამონება? რავი, მგონია რომ ეს შესაძლებელია თუ მართლაც გვინდა ამ ჭირის მოშორება საზოგადოების დაყოფისა და დაპირისპირების გარეშე.”=წერს გელაშვილი.