საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რეავაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ბაიდენ-პუტინის შეხვედრისას, ბაიდენმა მტკიცედ დააფიქსირა უკრაინის მხარდაჭერაო და სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, რუსეთს მორიგი ეკონომიკური სანქციებით დაემუქრაო..
ვწერ მათთვის, ვინც ჯერ არ იცის: (ნებისმიერს შეუძლია ამაზე ინფორმაცია მოიძიოს)
რუსეთის სახელმწიფო საგარეო ვალი, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დაბალია. ის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 13%-ს შეადგენს. შედარებისთვის, ჩვენთან ეს რიცხვი 60%-ს უახლოვდება.
რუსეთის სავალუტო რეზერვები 620 მილიარდი ევროა. დიახ, ევროა და არა დოლარი!
ნავთობის წარმოების მსოფლიო ლიდერია და ამ სეგმენტში მაღალ ფასს ინარჩუნებს. (ეს ხდება ახლო აღმოსავლეთში გავლენების ზრდის პარალელურად).
ხორბლის წარმოების მსოფლიო ლიდერია. ბოლო რამდენიმე წელია, ყოველწლიური წარმოება 100 მილიონ ტონას აჭარბებს.
უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, ახალი, მასშტაბური, ენერგეტიკული პროექტები განახორციელა:
ჩრდილოეთის ნაკადი 2, გერმანიაში,
ე.წ. თურქული ნაკადი, შავი ზღვის გავლით,
ე.წ. ციმბირის ძალა, ჩინეთისკენ…
და გასაგებია, რომ ამ მასშტაბის ენერგეტიკულ პროექტებს, მარტო ეკონომიკური დატვირთვა ვერ ექნება. ეს რუსეთს, ასევე უდიდეს გეოპოლიტიკურ უპირატესობას აძლევს.
და არ დაგვავიწყდეს, რომ ის ბოლო 7 წელია, ასევე ეკონომიკური სანქციების ქვეშ იმყოფება..
ამიტომ ბაიდენის “მუქარა”, რუსეთის ე.წ. სტრატეგიული ამოცანების გადაჭრას, ვერანაირ დაბრკოლებას ვერ შეუქმნის.
ასეთია რეალური მონაცემები!!!
ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა მასშტაბის, შესაძლებლობების და გავლენების ქვეყანაა რუსეთი. მასთან ზერელე დამოკიდებულება, განსაკუთრებით ჩვენ, აპრიორშივე წამგებიანი მდგომარეობაში გვაყენებს.