ესპანეთის მთავრობა კატალონიასთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს, იუწყება სააგენტო “როიტერსი”.
ბრიტანული სააგენტოს ინფორმაციით, მადრიდს მოლაპარაკებების თხოვნით კატალონიის პრეზიდენტმა კიმ ტორამ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციის შემდეგ მიმართა, რომელშიც ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა ქვეყნის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პედრო სანჩესმა მის წინადადებას უარით უპასუხა.
„ბატონმა ტორამ მკაცრად უნდა დაგმოს ძალადობა, რაც აქამდე არ გაუკეთებია“, – განაცხადა სანჩესმა. მან დასძინა, რომ კატალონია ვერ გახდება დამოუკიდებელი, რადგან ეს კანონს ეწინააღმდეგება და არც კატალანელთა უმრავლესობას სურს.
18 ოქტომბერს ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქციაზე 182 ადამიანი დაშავდა. 54 მომიტინგე არეულობისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავეს. დემონსტრანტების შესაჩერებლად სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.
აღსანიშნავია ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლების კონსერვატული და შეუვალი პოზიცია რეგიონების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, განსხვავებით, დავუშვათ, დიდი ბრიტანეთისაგან, რომელიც შპრინციპულად სცნობს შოტლანდიელთა უფლებას თვითგამორკვევაზე (თუმცა თავად შოტლანდიელებმა თქვეს რეფერენდუმზე უარი 2014 წელს, მიეღოთ დამოუკიდებლობა).