აშშ-ის შემდეგ პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი ავსტრალიამაც გამოუცხადა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის განცხადებით, ავსტრალია აშშ-ის მსგავსად პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ Assosiated Press-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მორისონმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ავსტრალიისა და ჩინეთის ურთიერთობები საგრძნობლად გაუარესდა. ბოიკოტის სხვა მიზეზებს შორის პრემიერმა ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევა და ავსტრალიის თავდაცვის გეგმებისადმი პეკინის კრიტიკული დამოკიდებულება დაასახელა.

დიპლომატიური ბოიკოტი ოლიმპიადაზე ოფიციალური დელეგაციების გაგზავნაზე უარს გულისხმობს. სპორტსმენებზე ეს შეზღუდვა არ ვრცელდება.

აშშ-ში ოლიმპიადის დიპლომატიური ბოიკოტის შესახებ 6 ნოემბერს განაცხადეს.

ზამთრის 24-ე ოლიმპიური თამაშები პეკინში 4-დან 20 იანვრის ჩათვლით გაიმართება, 4-დან 13 მარტის ჩათვლის კი ჩინეთი პარაოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.