რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი მზადაა, რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის განსამუხტად შუამავლის როლი შეასრულოს.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი მზადაა, რუსეთ – უკრაინას შორის დაძაბულობის განსამუხტად შუამავლის როლი შეასრულოს.
მან იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში დაძაბულობა შემცირდება და სიტუაცია დასტაბილურდება.
– “ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალური მხარდაჭერა გავუწიოთ დიალოგის არხის ჩამოყალიბებას. ორივე მხარის თანხმობით, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მხარდაჭერა ფასილიტაციაში, მედიაციაში ან ნებისმიერ სხვა სასურველ ფორმატში. ჩვენ უყოყმანოდ გავაკეთებთ ყველაფერს რეგიონის მშვიდობისთვის“ – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, 7 დეკემბერს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეო კონფერენციის ფორმატში შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინასთან დაკავშირებით არსებული დაძაბულობა იყო.
წყარო: ptn.ge