რუსეთი პანდემიის დროსაც მოგცემთ ვიზას, თუკი თქვენი ოჯახის უახლოესი წევრი მისი მოქალაქეა

რუსეთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ის ოჯახები, რომლებშიც რუსეთის მოქალაქეების გარდა, უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც ირიცხებიან, არ განშორებულიყვნენ ერთმანეთისაგან.

აგერ უკვე თვეზე მეტია, რაც რუსეთის მთავრობამ შეღავათები დაუწესა სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ ქვეყანაში შესვლა. მიმდინარე წლის 25 მარტს, პრემიერმა მიშუსტინმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის მიხედვით პანდემიის პერიოდში ქვეყანაში შესვლის უფლება აქვთ საზღვარგარეთის იმ მოქალაქეებს, ვისი ოჯახის წევრიც რუსეთის მოქალაქეა.

თუ რუსეთში შესვლისთვის უცხოეთის მოქალაქეს სჭირდება ვიზა, აუცილებელია იცოდეს, რომ ამ შემთხვევაში მას მოწვევა უნდა ჰქონდეს მიღებული პირადად ოჯახის წევრისგან, რათა ვიზირებისთვის საკუთარ ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის საკონსულო განყოფილებას მიმართოს.

დღემდე კერძო მოწვევები (გაიცემა არაუმეტეს 90 დღის ხანგრძლივობით)  რუსეთის მიგრაციული კანონმდებლობის მიხედვით არ გრძელდებოდა. მთავრობამ დაუშვა გამონაკლისი და ვიზიტორს, რომელიც ლეგალურად იმყოფება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და ჰყავს ოჯახის წევრი – რუსეთის მოქალაქე, შეუძლია ადგილობრივ მიგრაციულ ტერიტორიულ ორგანოს მიმართოს თხოვნით, რათა გაუგრძელდეს ვიზა. აპლიკანტი ვალდებულია, ვიზის მოქმედების ამოწურვამდე არანაკლებ 15 დღისა, პირადად ესტუმროს შესაბამისს ორგანოს, რომელიც კონსულტაციას გაუწევს, თუ რა დოკუმენტაცია დასჭირდება მოქმედი ვიზის გასაგრძელებლად.

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესული სხვა ქვეყნების მოქალაქეები, ვალდებული არიან ორკვირიანი თვითიზოლაცია დაიცვან მხოლოდ მომწვევი მხარის მოქმედ მისამართზე. წინააღმდეგ შემთხვევაში დამრღვევი მხარე კარანტინში იქნება გადაყვინილი და შესაბამისი კანონმდებლობით დაჯარიმებული.

საზღვრის კვეთის დროს აუცილებელია, ვიზიტორმა იქონიოს შესაბამისი დოკუმენტაცია და ეს ნოტარიულად დამტკიცებული, რომლითაც დასტურდება მისი ოჯახური კავშირი მოწვევის გამგზავნ მხარესთან  და ამის საფუძველზე მიიღო რუსეთის ფედერაციის ვიზა.

 

ბექა კვიციანი