რუსეთი კვლავინდებურად მზად არის, თურქეთისათვის თავისი მაღალტექნოლოგიური ანტისაჰაერო სისტემების მიწოდება განაგრძოს.
რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ბორისოვმა სააგენტო “ინტერფაქსს” უთხრა, რომ გარიგების შესაძლებლობის დიდი ალბათობა არსებობს. როგორც ცნობილია, თურქეთმა აქამდე უკვე შეიძინა 4 რუსული დივიზიონი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400.
გარდა ამისა, როგორც “ინტერფაქსს” გაუზიარა ბორისოვმა, თურქეთი ამჟღავნებს “გულწრფელ ინტერესს” ახალი თაობის რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავების მიმართ. აგვისტოში ერდოღანმა დაათვალიერა რუსული თვითმფრინავები მათი საჩვენებელი გამოყენებისას, ავიასალონზე “მაკს-2019” და ძალიან კმაყოფილი დარჩა. საუბარია Су-35 და Су-57 ტიპის თვითმფრინავებზე, რომლებიც თურქეთმა ამერიკული F-35-ის ნაცვლად შეიძლება, რომ იყიდოს.
ეს მოსალოდნელია არა მარტო რუსული თვითმფრინავების ტექნიკური უპირატესობიდან, არამედ თურქეთ-ამერიკის გაფუჭებული პოლიტიკური ურთიერთობებიდანაც გამომდინარე.