“სააკაშვილი “ნაცსექტისთვის” გორილაა, რომელსაც თვალებში არ უნდა შეხედოს!”

“დღეს ნაცსექტას სააკაშვილის გათავისუფლება კი არა, სააკაშვილისგან გათავისუფლება სჭირდება!” – ამის შესახებ ჟურნალისტი, ბონდო მძინარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


როგორც მძინარიშვილი თავის პოსტში ამბობს, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებს მისი დღეს უფრო ეშინია, ვიდრე მაშინ, როცა ის პრეზიდენტი იყო.

“დააკვირდით, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ როგორ დააფეთა… ნაცსექტა!

პენიტენციური დაწესებულების ბინადარია და ყველა ნაცსექტანტი მონუსხული ელოდება მის განკარგულებას!

სააკაშვილი ნაცსექტისთვის გორილაა, რომელსაც თვალებში არ უნდა შეხედოს!

დღეს ნაცსექტანტებს სააკაშვილის იმაზე მეტად ეშინიათ, ვიდრე მისი პრეზიდენტობის დროს!

სააკაშვილი დღევანდელი ქცევებით ადასტურებს, რომ ყველას იმ სისაძაგლეს, რაც მისი პრეზიდენტობის დროს ხდებოდა, მისივე დაკვეთით ან ნებართვით აკეთებდნენ!

პატიმარი სააკაშვილი ყოველდღე ამტკიცებს, რომ იგი არა სახელმწიფოს პრეზიდენტი, არამედ მაფიოზური კლანის მეთაური იყო!

დღეს ეს მეთაური თავის ბანდასთან უკვე ახლოსაა და ნაცსექტა უმძიმეს მდგომარეობაშია!

დღეს ნაცსექტას სააკაშვილის გათავისუფლება კი არა, სააკაშვილისგან გათავისუფლება სჭირდება!

ახლა ეს ავადმყოფებიც რომ ჩემი სადარდებელი გახდნენ, რა წყალში გადავვარდე?!” – წერს ბონდო მძინარიშვილი.