„დაიწყო 2021 წლის ბოლო რთული კვირა, სამშაბათს მოხდება ეს მოვლენა…“ – ცაგარელის გაფრთხილება

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით მიმდინარე კვირა სხვადასხვა მოვლენებით იქნება დახუნძლული. აქ არის სამი გეომაგნიტური დღე, აგრეთვე მარსი გადაინაცვლებს, მორიელიდან მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში და კვირას სავსე მთვარე იქნება.

ეს კვირა 2021 წლის ბოლო რთული კვირა, მომდევნო კვირიდან დედამიწა დადებით ენერგოველში შედის და მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესდება. ამ კვირაში თითქმის ყველა ადამიანს მოეთხოვება კონკრეტულ საკითხში სიფრთხილის გამოჩენა. აგრეთვე არის სამი გეომაგნიტური დღე, როდესაც წნევა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მოითხოვს პროფილაქტიკას. რაც შეეხება მარსის მორიელიდან მშვილდოსანში გადასვლას, მოგეხსენებათ, მარსი საქმისა და ომის პლანეტაა, მშვილდოსანში ის თავს ძალიან კარგად იგრძნობს და ადამიანები გაციებით უფრო კარგად იგრძნობენ თავს, მოიმატებს გამბედაობა და მიზანდასახულობა.კვირას, 19 დეკემბერს კი სავსე მთვარეა, რაც ადამიანებში, გაღიზიანებას, აგრესიასა და ფეთქებადობას გამოიწვევს, ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებთ, ამ დღეს უნდა გამოიჩინოთ სიმშვიდე. განსაკუთრებით 19 დეკემბრის სავსემთვარეობა იმოქმედებს მშვილდოსანზე, ტყუპებზე, ლომსა და ვერძზე”, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

წყარო: „digest.pia.ge”