„უკრაინაში განვითარებული მოვლენები რუსეთის უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის“ – ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ abcnews იუწყება.

პუტინმა ჯონსონს განუცხადა, რომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს დასავლეთისგან გარანტიებს, რომლებიც ნატოს შესაძლო გაფართოებას გამორიცხავს.

„უკრაინაში განვითარებული მოვლენები რუსეთის უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები მკაფიო საერთაშორისო სამართლებრივი შეთანხმებების შესამუშავებლად, რომლებიც გამორიცხავდნენ ნატოს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთით რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, უპირველეს ყოვლისა უკრაინაში“, – განაცხადა პუტინმა.