ბელადომანიიდან უნდა გამოვიდეთ – ლევან იოსელიანი

ხომ არავის მოგვეწონა, როცა ბიძინობას მიუძღვნა ღარიბაშვილმა სააკაშვილის დაპატიმრება?! ზუსტად იგივეს ვხედავთ, როცა „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის დაბადების დღეს უძღვნის აქციას – ამ ბელადომანიიდან უნდა გამოვიდეთ.

ხომ არავის მოგვეწონა, როცა ბიძინობას მიუძღვნა ღარიბაშვილმა სააკაშვილის დაპატიმრება?! ზუსტად იგივეს ვხედავთ, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის დაბადების დღეს უძღვნის აქციას – ამ ბელადომანიიდან უნდა გამოვიდეთ – ამის შესახებ “მოქალაქეების” დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ხალხი აქციებით დაიღალა და „ნაციონალური მოძრაობა“ შემდეგ არჩევნებს უნდა დაელოდოს.

– “მე მგონია, რომ მთავარი პრობლემა არის ჩვენს თავებში და ეს არის ბელადომანია, აი გაიხსენეთ, მოგეწონათ, როცა გამოვიდა ღარიბაშვილი და სააკაშვილის დაჭერა მიულოცა ბიძინა ივანიშვილს და ბიძინობა მიულოცა, ეს ხომ არავის მოგვეწონა როცა ბიძინობას მიუძღვნა სააკაშვილის დაპატიმრება?! ზუსტად იგივეს ვხედავთ , როცა „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს აქციის სააკაშვილის დაბადების დღეზე ჩატარებას და უძღვნის ამას მის დაბადების დღეს. ამ ბელადომანიიდან უნდა გამოვიდეთ ოდესმე. დემოკრატიული საზოგადოება ასე არ იმართება, ასეთი გზავნილები არ შეიძლება რომ ვიღაცის გულის მოგებაზე იყოს ეს მიმართული. ეს წინააღმდეგობის კერები რას ნიშნავს, არ ვიცი, მგონი განუხორციელებადი იდეაა, რადგან სოციალისტური რევოლუციის მერე ასეთი კერების შექმნა არსად მომხდარა და 21- ე საუკუნეში თუ ვაპირებთ საქართველოში შევქმნათ ასეთი რამ, ეს შეუძლებელია” – განაცხადა იოსელიანმა.

წყარო: newposts.ge