იუმორისტი ნიკა ქავთარაძე კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა. ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ადამიანის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მისი ლექსიკის მორალი უნდა იყოს.
„მე ვფიქრობ, მალე დადგება დრო, როცა ყველაზე ყველაფრის თქმა გატეხავს.
და ადამიანის შეფასებისას, გავითვალისწინებთ მისი ლექსიკის მორალს.
და როცა ასე მოხდება, წულუკიანისნაირ ადამიანებთან საქმეს აღარავინ დაიჭერს.
P.S. ჩვენ, ყველას, ჩვენი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, უნდა გვრცხვენოდეს ბანძი მთავრობების.
რაც მალე მივხვდებით ამას, მით უკეთესი ჩვენთვის. თორემ ჩვენი შვილ-შვილიშვილები ამათ რომ არ აიტანენ, ეგ 1000% ვიცი.“- წერს ნიკა ქავთარაძე.
წყარო: digest.pia.ge