ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან, ანდრიუს კუბილიუსი “ქართულ ოცნებას” გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით,საქართველოს ხელისუფლებისთვის გაგზავნილ წერილში მან სამი გვარი დაასახელა, რომლებსაც საპატიმრო უნდა დაეტოვებინათ.
“პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისთვის ჩემ მიერ გაგზავნილ წერილში სამ ადამიანზე იყო საუბარი. ამ ეტაპზე მხოლოდ ორი შესრულდა. გიორგი რურუა კი ამ დრომდე პატიმრობაშია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს…
ჩვენ ყოფილ საბჭოთა სივრცეს წარმოვადგენთ, ამიტომ კარგად ვიცით, როგორია მთავრობის მიერ ადმინისტრაციული ძალაუფლების გამოყენება. კარგად გვახსოვს უკრაინის პრეზიდენტის მაგალითი, რომელმაც ოპოზიციის ორი ლიდერი ტიმოშენკო და ლუშენკო ციხეში ჩასვა, შემდეგ კი მთელ ევროპულ სამყაროს უმტკიცებდა, რომ ორივე მათგანი კრიმინალი იყო. კარგად გვახსოვს ეს ყველაფერი როგორ დასრულდა. არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად დემოკრატიულად უნდა ვიმოქმედოთ და არ უნდა გამოვიყენოთ სასამართლო და ადმინისტრაციული რესურსები, – განაცხადა კუბილიუსმა “მთავართან”.
პ.ს.”ღორის ტილი ფეხზე დაისვი, თავზე აგაცოცდებაო’- ნათქვამია
“ნიუსფრონტი”