პაპუაშვილი – ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნების საკითხი უნდა დაივიწყოს!

პაპუაშვილი – ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნების საკითხი უნდა დაივიწყოს!

რიგგარეშე არჩევნების საკითხი ოპოზიციამ უნდა დაივიწყოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ცვლილებების მიღება განხორციელდეს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბოიკოტი უნდა შეწყვიტოს.

– “საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება 3/4, 113 ხმა, ჩვენ ვერ მივიღებთ ამას ოპოზიციის გარეშე და ოპოზიცია ვერ მიიღებს ჩვენს გარეშე. ამიტომ მნიშვნელოვანია თანხმობა, რისი წინაპირობაც არის რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამ შენობაში უნდა იმყოფებოდეს, ბოიკოტი უნდა დასრულდეს. მეორე საკითხია ის, რომ ეს ცვლილება “ნაციონალურ მოძრაობას” სჭირდება მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ცვლილებების მიღებიდან მეორე დღეს მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები, ეს რიგგარეშე არჩევნების საკითხიც უნდა დაივიწყოს ოპოზიციამ, რადგან მათ ამ მოთხოვნას პასუხი გასცა ქართველმა ხალხმა, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” მიანიჭა 47 პროცენტი” – განაცხადა პაპუაშვილმა.

წყარო: itv.ge