გარდაცვლილია დავით კლდიაშვილის შთამომავალი – რა გახდა 27 წლის ქაქუცას დაღუპვის მიზეზი, რომელსაც მეუღლე და პატარა გოგონა დარჩა?

15 დე­კემ­ბერს, აშშ-ში ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა, 27 წლის ქა­ქუ­ცა კლდი­აშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის შთა­მო­მა­ვა­ლია.

“კი­დევ ერთი კარ­გი ახალ­გაზ­რდა, კარ­გი შვი­ლი, კარ­გი მე­უღ­ლე, კარ­გი მამა, კარ­გი მე­გო­ბა­რი და დიდი და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის შთა­მო­მა­ვა­ლი წა­ვი­და იმ ქვეყ­ნად. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ქალ­ბა­ტონ თა­მარ ღო­ღო­ბე­რი­ძეს შვი­ლის, ქა­ქუ­ცა კლდი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მისი სი­ცო­ცხლე უბე­დურ შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა, დაე, ნა­თელ­ში იყოს ქა­ქუ­ცას სული და მის ოჯახს კი გამ­ძლე­ო­ბას ვუ­სურ­ვებთ!“ – აღნიშნულია ემიგ­რან­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნიუ იორკში, სტე­ი­ტენ-აი­ლენ­დის მახ­ლობ­ლად, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმ მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს, რო­მე­ლიც გა­სულ სამ­შა­ბათს Verrazzano-Narrows-ს ხი­დი­დან გა­და­ვარ­და. ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა silive.com წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

სა­უ­ბა­რია 27 წლის მა­მა­კაც­ზე, რო­მე­ლიც სტე­ი­ტენ-აი­ლენ­დზე ცხოვ­რობ­და. წყა­როს ცნო­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით გამ­თე­ნი­ი­სას, 6:25 სა­ათ­ზე ხი­დის ქვეშ მი­ტო­ვე­ბუ­ლი მან­ქა­ნა ნახეს. პო­ლი­ცი­ის პრესს­პი­კე­რმს განაცხადა, რომ სიკ­ვდი­ლის ზუსტ მი­ზეზს სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს.

“ამბების” ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ქუ­ცა კლდი­აშ­ვილს ამე­რი­კა­ში დაკ­რძა­ლა­ვენ. გარ­დაც­ვლილს მე­უღ­ლე და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა. ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს ქა­ქუ­ცა კლდი­აშ­ვი­ლის დე­დაც.