ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ლელოს ლიდერების დაკავებას ვერ გაბედავენ. ამის შესახებ მან სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
ნიკა მელია:
“ძალიან ძლიერი სურვილი აქვს ბიძინა ივანიშვილს ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის დაკავების, წერეთლების ოჯახისთვის დარტყმის მიყენების. მაგრამ ვერ შეძლებენ. ძალიან დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ ვერ გაბედავენ. რატომ ვერ გაბედავს იცით? ნამეტანი არის. პოლიტიკური პატიმრები ერთ მოცემულ პერიოდში გყავდეს ბევრი, ჯერ ასეთი რამ მასაც არ უკადრია და აცნობიერებს, რომ ეს გადამლაშება იქნება და არაპროგნოზირებად ვითარებასთან მოუწევს გამკლავება”
თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესია. დღეს საქმის არსებითი განხვილა სრულდება, სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება.
როგორც ცნობილია, მოსამართლემ განაჩენი დღევანდელი პროცესის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში უნდა გამოაცხადოს.