თბილისის მერიას, რომელსაც გათავხედებული “ლგბტ”-ორგანიზაციები მიმართავენ მოთხოვნით, რომ 17 მაისს სატელევიზიო ანძა განათდეს მათ მიერ მითვისებულ ცისარტყელას ფერებში, გამბედაობა და პოლიტიკური ნება არ ჰყოფნის, ისევე მოუწოდოს მთაწმინდიდან “გამოსაქანებლად”, როგორც მერმა კალაძემ ფსევდოოპოზიციას მოუწოდა ერთ დროს.
ნაცვლად ამისა, მერია თავს იმართლებს “ლგბტ”-ების წინაშე, რომ 17 მაისი ემთხვევა თურქმენეთის ეროვნულ დღესასწაულს, ხოლო რადგანაც თურმე თუქმენეთის საელჩომ უფრო ადრე მიმართა მერიას განცხადებით, თბილისის ანძა განათდეს თურქმენეთის ეროვნული დროშის ფერში, “ლგბტ” დროშა ამიტომ არ გამოისახება ანძაზე ამ საღამოს.
მაშ მადლობა გამოვუცხადოთ გურბანგული ბერდიმუხამედოვს – თურქმენი ხალხის არკადაღს და მისი პორტრეტი გამოვსახოთ ჩვენს საიტზე. თურქმენეთმა იხსნა თბილისის ღირსება, თორემ, რომ არა თურქმენეთის ეროვნული დღესასწაული, ვინ იცის, რა ფერებში დაგვაღამდებოდა ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადებული 17 მაისი!