ზუსტად 56 დღის წინ მარნეულის პარალელურად მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისშიც დაწესდა, თუმცა იქ ეპიდსიტუაციის რისკის გამო შეზღუდვები ჯერჯერობით არ გაუქმებულა.
როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, ისინი ეპიდემიოლოგების დასკვნას ელოდებიან ამ საკითხთან დაკავშირებით და სწორედ ამის შემდეგ მოიხსნება შეზღუდვები ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც.
“ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე დინამიკიდან გამომდინარე რჩება 2 დასახლება, სოფელი მუშევანი და გეტა, სადაც გარკვეულად უფრო მაღალია ტემპერატურა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის, თუმცა უკანასკნელი კვლევებიდან გამომდინარე, ეს 150 საკვლევი მასალა გუშინ შემოწმდა და ყველა. გუშინწინ 160-ზე იყო 6 დადასტურებული ფაქტი და იქაც იყო ცნობილი კლასტერი.
ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკან იხევს დაავადება, თუმცა ჯერ ამ დასახლებებში შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება. ეპიდემიოლოგებს ძალიან მკაცრად გათვლილი რეკომენდაციები აქვთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეში თუ ასე გაგრძელდა და იმედი მაქვს გაგრძელდება სასიკეთო დინამიკა, ქალაქში და მიმდებარე სოფლებში განვიხილავთ ალბათ შეზღუდვების მოხსნას, ისევე როგორც თეთრიწყაროში,” – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
“კურიერი”