“ზვიად ტბილისკის „კანონიერი ქურდის“ სტატუსი ჩამოართვეს! ჩაერევიან თუ არა დღევანდელ სიტუაციაში ზემდგომი ავტორიტეტები – რა წერილი ვრცელდება ინტერნეტში

ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს ზვიად ოზმანოვს, რომელიც ქურდულ სამყაროში „ზვიად ტბილისკის“ სახელით არის ცნობილი, ქურდის სტატუსი ჩამოართვეს. ამის შესახებ „პრაიმ კრაიმი“ იუწყება.

„ზვიად თბილისკი“ მოსკოვში ორი ბინის და თურქეთში სახლის ყიდვაში დაადანაშაულეს, რაც მან „ობშიაკით“ (საერთო ფულით) შეიძინა. ეს თანხები  ციხეებში მყოფი პირებისგან და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისგან იყო შეგროვებული. უძრავი ქონება მან ცოლზე გააფორმა.

მიმდინარე წლის მაისში რუსეთის ქალაქ სალავატის ციხის პატიმრებმა „ზვიად ტბილისკის“ ქურდად აღიარებაზე უარი განაცხადეს. კანონიერმა ქურდმა „ედიკ ასეტრინამ“ ზვიად ოზმანოვი ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. მას შემდეგ, რაც კონფლიქტში შაქრო კალაშოვთან დაკავშირებული კრიმინალური ავტორიტეტები ჩაერთვნენ, „ზვიად ტბილისკის“ კანონიერი ქურდის სტატუსი აღუდგინეს.

ჩაერევიან თუ არა დღევანდელ სიტუაციაში ზემდგომი ავტორიტეტები, ჯერჯერობით უცნობია.