გათენდება ახალი წელი და კვლავაც მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში – თქვენი ინფორმაცია საპნის ბუშტივით რომ გასკდება კვლავაც, ბოდიშს მომიხდით თუ არა!?
გათენდება ახალი წელი და კვლავაც მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში – თქვენი ინფორმაცია საპნის ბუშტივით რომ გასკდება კვლავაც, ბოდიშს მომიხდით თუ არა? – ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენელს, რომელმაც მას გადადგომასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.
როგორც თურნავამ აღნიშნა, ცრუ ინფორმაციას „უტიფრად ავრცელებს რამდენიმე პარტიული ტელევიზია“.
– “რამდენიმე ე.წ. პარტიული ტელევიზია ავრცელებთ კვლავ უტიფრად ჩემი გადადგომის შესახებ ყოვლად დაუსაბუთებელ ინფორმაციას. მე მესმის კიდევაც თქვენი ჩანაფიქრი რა არის ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არ არის როგორც ჩანს სასიამოვნო საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკის აღდგენა მიდის და ამით გნებავთ აქცენტი გადაიტანოთ პიროვნებაზე. ეს გასაგებია, რომ აქეთკენ მიმართული ნაბიჯია, მაგრამ არაფერს გამოიღებს. გათენდება ახალი წელი და კვლავაც მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში. მზად ხართ თუ არა, რომ ბოდიში მომიხადოთ თქვენი კოლეგების თანდასწრებით? თქვენი ინფორმაცია როგორც საპნის ბუშტი რომ გასკდება კვლავაც, ბოდიშს მომიხდით თუ არა? აბა, იფიქრეთ ამ პასუხზე!“ – მიმართა თურნავამ ჟურნალისტს.
წყარო: ptn.ge