სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია დღეს გაიმართება

“ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის მხარდამჭერები დილიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ემზადებიან, თბილისში დაანონსებულ აქციაში მონაწილეობისთვის. დედაქალაქის მთავარ გამზირზე ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად იკრიბებიან.

ბათუმიდან აქტივისტები უკვე ემზადებიან და სამარშრუტო ტაქსებით აპირებენ თბილისში ჩამოსვლას, კოლონას გზად სხვა რეგიონებიც შეუერთდებიან. რუსთაველის გამზირზე შეკრებილები მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს მიულოცავენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება ექსპრეზიდენტის უკანონო პატიმობას .

“იმედი მაქვს, რომ მართლა ძალიან ბევრი ვიქნები და ჩვენს ხმას, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ ძალიან ბევრ ადამიანს გავაგონებთ. ქართველი ხალხი არ ეგუება საქართველოს მე-3 პრეზიდენტის უკანონო პატიმრობას. დღევანდელ დღეს ბუნებრივია აქვს ორმაგი დატვირთვა და ძალიან მნიშვნელოვანია დაბადების დღე მივულოცოთ იმ ადამიანს, რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ძალიან ბევრს აკეთებს,”-ამბობს გიორგი კირთ

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლაშა კირბელიას თქმით, თბილისისკენ მიემართებიან, რათა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ ექსპრეზიდენტის მხარდაჭერა. მათი მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის გათავისუფლებაა.

“ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის,  რუსი ოლიგარქის მიერ არის დატყვევებული. რაც მეტი ვიქნებით დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რაც შეიძლება დროულად მოხდეს ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის განთავისუფლება,”- ამბობს ლაშა კილაბერია.

 

“რუსთავი2”