უკრაინის ჯამბაზი პრეზიდენტის, ზელენსკის მიერ თავზე ლაფდასხმული საქართველოს ხელისუფლება არ ისვენებს და აგრძელებს უკრაინელი და ბალტიისპირელი პროვოკატორების ანტირუსულ შაბაშში როკვას.
უკრაინის, საქართველოს, პოლონეთის, ლატვია-ლიტვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება ფაშისტებთან კოლაბორაციის რეჟიმში მყოფი ყირიმელი თათრების დეპორტაციის 76-ე წლისთავთან და, რაც მთავარია, რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
განცხადებაში დაგმობილია თათრების დეპორტაცია 1944 წელს და ასევე დაგმობილია ყირიმის მოსახლეობის ერთსულოვანი ნების საფუძველზე რუსეთთან კვლავ გაერთიანება 2014 წელს.
პროვოკატორების აზრით, რომელთაც საქართველოს უსახური საგარეო მინისტრი ზანკალიანიც აიყოლიეს, ყირიმელი თათრების ტრაგედია თურმე 2014 წელს “განმეორდა” რუსეთის მიერ ყირიმის “ოკუპაციის” გზით.
ცეცხლს ეთამაშება შეგულიანებული ჩვენი “მურია”, რუსეთის ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე რომ დადგეს, ტურისტები და ხორბალი კი არა, ბუს კვერცხებს გამოაგზავნიდა აქეთ, რაც აქ შიმშილს გამოიწვევს. მაგრამ ჩვენი კოლექტიური “ზალკალიანი” იმდენად არის გაჯიქებული, რომ რუსეთის ხელისუფლების გამოფხიზლებასაც აუცილებლად მიაღწევს!