“ორი საათი რომ საკუთარ ღირსებებზე ლაპარაკობ, შემდეგ კითხვას არ სცემ პასუხს, ან არაადეკვატური ხარ ან არაგულწრფელი” – მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი

50 დღის ნაშიმშილები სააკაშვილი 2 საათი გაუჩერებლად ლაპარაკობდა და როდესაც 7 ნოემბერზე დაუსვეს შეკითხვა დავიღალეო და წავიდა. პასუხს გაექცა. ასეთ დროს როგორ შეიძლება თანამშრომლობა შედგეს, როდესაც აბუჩად იგდებ სასამართლოს. ორი საათი რომ საკუთარ ღირსებებზე ლაპარაკობ, შემდეგ კითხვას არ სცემ პასუხს, ან არაადეკვატური ხარ ან არაგულწრფელი, – ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩემი აზრით სააკაშვილი ის ფსიქოტიპი, რომელიც დანაშაულს ვერც ხედავს. ის თვლის, რომ რასაც ის აკეთებს ყველაფერი კარგია, ყველაფერი სასიკეთოა. იმ სასულიერო პირებთან საუბრისას, რომლებიც სააკაშვილს უჭერენ მხარს, როდესაც საუბარი მიდის არგუმენტებამდე, ისინი ჩუმდებიან“, – განაცხადა მეუფე იოანემ.