ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ღამის კლუბების დალუქვასა და დაჯარიმებას ეხმაურება და “ქართულ ოცნებას” მიმართავს.
“ბათუმში ჩავეხუტოთ მოსკოველ სულით ხორცამდის აუცრელ ფირცხალავას, ხაშურში “ვენაცვალოთ ოცნებას კვერცხებში” თათარაშვილთან ერთად.
ვიქეიფოთ ყველა რჯულის რესტორანში, მაგრამ აუცილებლად დავლუქოთ კლუბები, რომლებმაც აუცრელების გაფილტვრის წესი დანერგეს ყველასგან განსხვავებით.
მერე რა, რომ დაპირდი და უამრავი ახალგაზრდა გადააგდე, მანამდე მთელი ერი გადააგდე პროპორციულზე, უფასო ფულზე და სოლარიუმზე.
გადააგდე ყველა სოფელი ხუთ მილიონში, ას ქარხანაზე და იაფ დენზე – გ ა დ ა ა გ დ ე – ყველა ყველაფერში, აგერ კუჭავაც კი გადააგდე.