2021 წლის 27 დეკემბერს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 33 წლის ასაკში ღვთივ მიიცვალა ჭყონდიდის ეპარქიის ალერტის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი გაბრიელი (ცქვიტაია) – ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ის მკურნალობის კურსს გადიოდა თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მამა გაბრიელს სხვა თანმდევი დაავადებებიც აწუხებდა.