“საქართველო არ არის რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა, იმართება გარე გავლენის აგენტებისა და მათი  პატრონების მიერ” – ზურაბ მახარაძე

5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით, „ალტ-ინფოს“ ჯგუფისა და პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ორგანიზებით, 24 დეკემბერს აქცია გაიმართა.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ზურა მახარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„ჩვენ დღეს აქ მოვედით იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს რეალურად პრობლემები საიდან მოდის. საქართველო არ არის რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა, იმართება გარე გავლენის აგენტებისა და მათი  პატრონების მიერ, საქართველოს ხელისუფლება დადის უცხოელი ელჩების ჭკუაზე. სახალხო დამცველი, რომელიც უნდა იყოს ჩვენი დამცველი სახელმწიფოს ძალმომრეობისგან, არის ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ნების შემსრულებელი ქართველი ერის წინააღმდეგ. ჩვემ იმიტომ მოვედით აქ, რომ სახალხო დამცველისთვის გვეთქვა, – აი, ხალხი მოვედით სახალხო დამცველთან, ჩამოდი, გველაპარაკე. რა თქმა უნდა, არავინ ხალხთან მომსვლელი და დამლაპარაკებელი არ არის. ჩვენ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ აქტივობას“.

დასავლეთის მიერ წლობით დაფინანსებულმა ძალებმა, ასევე, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ და ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერმა სხვა პარტიებმა,  ორგანიზაცია ,,თბილისი პრაიდთან’’ ერთად, 5 ივლისს გეი აღლუმის ჩატარება სცადეს, თუმცა ქართველი ხალხის მხრიდან ფართომასშტაბიანი წინააღმდეგობა შეხვდათ,  რის გამოც მარში ჩაიშალა. არეულობის დროს პოლიციამ 30-ზე მეტი პირი დააკავა.  დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით, „ალტ-ინფომ“ აქცია პარლამენტთან 26 სექტემბერსაც გამართა. 5-6 ივლისის საქმეზე დაკავებული სამი პირი – გიორგი ელისბარაშვილი,  გიორგი ოძელაშვილი და ალიკ ალაზოვი ცოტა ხნის წინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა დაკავებულთა დიდი ნაწილი დღემდე უკანონო პატიმრობაში რჩება. 5-6 ივლისის აქციებისას დაკავებული პირების ოჯახებს, მედიაკომპანია „ალტ-ინფოს“ ორგანიზებით, 155 000 ლარამდე ფინანსური დახმარება უკვე გადაეცა. სახსრების მობილიზება მედიასაშუალება „ალტ-ინფოს“ ორგანიზებით მოხდა და მასში საქართველოს ათასობით მოქალაქემ, მათ შორის ემიგრანტებმა, მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული დახმარების პროგრამა დღესაც გრძელდება, სადაც ყველას შეუძლია თავისი წვლილის შეტანა.

5-6 ივლისის აქციების საქმეზე დაკავებული სამი პირი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა