ახლოვდება ყველაზე ურყევი და მტკიცე ცხოველის, ვეფხვის წელი და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის სწორედ ეს წელი გახდება ოჯახური ბედნიერების მომტანი.
ვერძი
ვერძისთვის წლევანდელი დევიზი სტაბილურობაა: მკვეთრ ცვლილებებს პირად ცხოვრებაში არ უნდა ელოდოთ. მათ, ვინც უკვე შეიძინა სულიერი მეგობარი, ისიამოვნებს ურთიერთობებით, ხოლო მარტოხელა ვერძი მხოლოდ 2022 წლის მეორე ნახევარში შეძლებს საყვარელი ადამიანის პოვნას. ასტროლოგები ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევენ, სასიყვარულო მიმართულებით განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა არ აიღონ საკუთარ თავზე, არამედ ენდონ პარტნიორს და ყველაფერი, რაც ხდება, ილუზიების გარეშე აღიქვან.
კურო
კუროს 2022 წელს აუცილებლად ექნება სასიამოვნო ცვლილება სასიყვარულო ურთიერთობებში. მეორე ნახევართან უთანხმოებები სერიოზულ სახეს არ მიიღებს და სწრაფად მოგვარდება. მათ, ვინც ყურადღებით იქნება, ვეფხვის წელმა შეიძლება ძლიერი და სტაბილური ურთიერთობა მოუტანოს. ვარსკვლავები კუროს ეუბნებიან, რომ მომავალი წლის მაისი მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.
ტყუპები
2022 წელი ტყუპებს ქორწინებასა და შვილების დაბადებას ჰპირდება. ნიშნის ის წარმომადგენლები, რომლებმაც ბოლო დროს ბევრი იშრომეს, დამსახურებული დასვენებით ისარგებლებენ საყვარელ ადამიანებთან ერთად. მარტოხელა ტყუპებს კი ასტროლოგები ურჩევენ, რომ დაისვენონ, შეწყვიტონ პარტნიორის გულმოდგინედ ძებნა და სამყაროს ნდობა გამოუცხადონ.
კირჩხიბი
ვარსკვლავები კირჩხიბებს რთულ წელს უწინასწარმეტყველებენ იმ შემთხვევაში, თუ ძველ წყენებსა და წარუმატებლობებს წარსულში არ დატოვებენ. ამის შემდეგ კი ვეფხვის წელში პირადი ცხოვრება ახალი ფერებით აინთება. სამსახურში წარმატებამ შესაძლოა კირჩხიბებს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გაუფუჭოს, ამიტომ ღირს ამ სფეროებს შორის ბალანსის პოვნა.
ლომი
მომავალ წელს, არაკეთილსინდისიერ ადამიანებს შეუძლიათ, ხელი შეუშალონ ლომს პირადი ბედნიერების მიღწევაში. ვარსკვლავების რჩევა ასეთია: ეცადეთ კონფლიქტი გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ურთიერთობები, რომლებიც მოძველებული გეჩვენებათ, შეიძლება განახლებული ენერგიით გაღვივდეს, თუ ორივე პარტნიორი მიხვდება, რომ ბედნიერების მთავარი რეცეპტი ერთობლივი ზრდა და ურთიერთპატივისცემაა.
ქალწული
იმისათვის, რომ პირადი ცხოვრების გეგმები განხორციელდეს, ქალწულებმა უნდა მოუსმინონ საკუთარ თავს უფრო ხშირად და ყურადღებით, უარი თქვან იმაზე, რაც მათ არ შეეფერებათ. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი თავის წინ დაყენება და კომფორტის არჩევა, მაგრამ არ დაივიწყოთ სხვა ადამიანების პირადი საზღვრები. გარდა ამისა, ვარსკვლავები ქალწულს ოჯახის შექმნას წლის მეორე ნახევარში უწინასწარმეტყველებენ.
სასწორი
ვეფხვის წელი სასწორის კავშირებს პარტნიორთან, მეგობრებთან და კოლეგებთან გააძლიერებს. ნიშნის წარმომადგენლები, რომლებსაც სასიყვარულო ურთიერთობა არ აქვთ, 2022 წლის ბოლოს თავდავიწყებით შეუყვარდრბათ. ზოგადად, მომდევნო 12 თვე სასწორისთვის ყველა სფეროში ხელსაყრელი იქნება. ამიტომ, წინ იარეთ!
მორიელი
მორიელები რომანტიკული ურთიერთობებით ტკბობას 2022 წლის დასაწყისში დაიწყებენ. თუმცა, ამ ნიშნისთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნება აპრილი და ნოემბრის პირველი ნახევარი. ყველანაირი შანსია, გაიცნოთ “თქვენი” ადამიანი და შექმნათ ოჯახიც კი. ყველაფერი თქვენს ხელშია.
მშვილდოსანი
მშვილდოსანს მოუწევს წარსულის გააზრება, რათა არ დაუშვას იგივე შეცდომები. გასული წელი სავსე იყო სირთულეებით, რაც დაეხმარა მშვილდოსანს, ბევრი რამ გაეგო საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე. ისარგებლეთ იმ გაკვეთილებით, რაც ცხოვრებამ გასწავლათ და სანამ ვინმესთან ურთიერთობას დაამყარებთ, შეეცადეთ, „მოილაპარაკოთ“ საკუთარ თავთან. დაიწყეთ ახალი წლის პირველივე დღიდან, რადგან იანვარი მნიშვნელოვანი თვე იქნება ნიშნისთვის.
თხის რქა
2022 წლის დადგომასთან ერთად თხის რქების ბედნიერი პერიოდიხ დაიწყება: საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში ყველაფერი კარგად იქნება. ნიშნის წარმომადგენლები მთელი წლის განმავლობაში იგრძნობენ რომანტიკისა და სიყვარულის არსებობას. მიუხედავად ამისა, წლის ბოლომდე შესაძლებელია პარტნიორთან კონფლიქტი. მაგრამ, მათი თავიდან აცილებაც შეიძლება, თუ თხის რქები მიხვდებიან, რომ ადამიანის ზოგიერთი ნაკლოვანება არც ისე საშინელი და საგანგაშოა.
მერწყული
ვეფხვის წელი მერწყულებისთვის კარგი იქნება. ბიზნესი ძირითადად კარგად წავა, მაგრამ პირადი საკითხები სავარაუდოდ მოუგვარებელად დარჩება. ეს წელი მარტოხელა მერწყულს ბევრ ახალ ნაცნობობას მოუტანს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანი გრძელვადიან ურთიერთობაში გადაიზარდოს. და მაინც, ცხოვრებაში მრავალფეროვანი ადამიანების გამოჩენა მშვენიერ მომენტებს მოგიტანთ.
თევზები
2022 წელს თევზებს რთული დღეები ექნებათ, მაგრამ გაუმკლავდებიან, როგორც ყოველთვის. მთავარია გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რაც ხდება, დროებითია. თქვენ ჯიუტად უნდა მიჰყვეთ იმას, რაც დასახული გაქვთ, რათა ნელა, მაგრამ აუცილებლად მიაღწიოთ შედეგებს. ეს ეხება ურთიერთობებსაც: არ არის გამორიცხული, რომ პარტნიორთან უთანხმოება გაჩნდეს, გამოსავალი კი გულწრფელი საუბარი და ერთმანეთისთვის დათმობის სურვილია.