ამ წუთებში პარტიის ოფისში, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები იკრიბებიან. ისინი სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა მთავარი მოთხოვნა, რის გამოც ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები უკვე მეათე დღეს ნაციონალური მოძრაობის ოფისთან შიმშილობენ.
“განსასაზღვრია ბრძოლის სტრატეგია, რაზეც პარტიაში მიიღება გადაწყვეტილება. ეს ბრძოლა კი, მრავალფეროვანი იქნება. შიმშილობის კერა, რომ მხოლოდ ოფისი აღარ იქნება ეს ცხადია, ერთ-ერთი კერა სწორედ რუსთავის ციხე იქნება. პარტია განცხადებას გააკეთებს,”- აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი.
“რუსთავი2′