შეიწყალეთ სააკაშვილი, ჩამორეცხეთ ქვეყნის ისტორიას ეს ლაქა, – მსგავსი თხოვნით ჟურნალისტი, ელისო კილაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.
როგორც კილაძე წერს, ამ გზით სამართალი აღსრულდება.
„ქ-ნო პრეზიდენტო,აღასრულეთ სამართალი,შეიწყალეთ მიხეილ სააკაშვილი ,გადაარჩინეთ მისი სიცოცხლე !
ჩამორეცხეთ ამ ქვეყნის ისტორიას მესამე პრეზიდენტის პატიმრობის ლაქა“, – წერს ელისო კილაძე.
შეგახსენებეთ, რომ გუშინ გვიან ღამით მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.