საქართველოს სახალხო არტისტმა თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი დაამთავრა, იყო წულუკიძისა და გეგეჭკორის რაიონული თეატრების მსახიობი. ასრულებდა ძირითადად კომედიურ როლებს სხვადასხვა სპექტაკლებში.
5 წლის განმავლობაში მან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე იმუშავა. შეასრულა შაქროს როლი მამფორიას “მეტეხის ჩრდილში” და სპირიდონის როლი აზიანის “უკანასკნელ მასკარადში”.
1956 წლიდან იპოლიტე ხვიჩია მონაწილეობდა ქართულ ფილმებში: “საბუდარელი ჭაბუკი”, “მანანა”, “ბურთი და მოედანი”, “თხუნელა”, “თოჯინები იცინიან”, “არ იდარდო!”, “ფეოლა”, “მხიარული რომანი”, “პირველი მერცხალი”, “დათა თუთაშხია”. ეს არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მსახიობმა მიიღო მონაწილეობა.
მსახიობი გამოდიოდა ესტრადაზეც. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა თავისი უბრალოებითა და ბუნებრიობით.
„ცამეტი ჩემი ციფრია. კარგად მაქვს დაცდილი: ოჯახში 13 სული ვიყავით: დედა, მამა და 11 შვილი. ქუთაისში ლერმონტოვის 13-ში ვცხოვრობდი, ქუთაისიდან თბილისში წითელი პარტიზანების 13 სახლში გადმოვედი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება 1953 წლის 13 ივნისს მივიღე; სახალხო არტისტის წოდება კი 13 ივლისს მივიღე, 1960 წელს…”
“მე, იპოლიტე ალექსის ძე ხვიჩია, რესპუბლიკის სახალხო არტისტი და სახელმოხვეჭილი კომიკოსი, ვალდებული ვარ ძვირფასი პარტნიორების წინაშე…”
ქართული მხატვრული ფილმი, კომედია. ეკრანებზე გამოვიდა 1972 წელს. დამდგმელი რეჟისორი – ლევან ხოტივარი. სცენარის ავტორები – ოთარ რაზმაძე, ანზორ სალუქვაძე, ლევან ხოტივარი. დამდგმელი ოპერატორი – დუდარ მარგიევი. კომპოზიტორი – გიორგი ცაბაძე. მთავარ როლებში: იპოლიტე ხვიჩია (იპოლიტე), ხათუნა კოტრიკაძე (ეკა), რამაზ გიორგობიანი (დათო), მეგი წულუკიძე, ელენე ჩოხელი, მედეა ჩახავა, ზურაბ ლაფერაძე, დოდო აბაშიძე, გიგოლა თალაკვაძე, ნოდარ ფირანიშვილი, თენგიზ ჩანტლაძე.
„ფეოლა“ ეკრანზე 1970 წელს გამოვიდა და მაშინვე მოიპოვა მაყურებლის სიყვარული და აღიარება. ფილმის სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძეა, მუსიკალური გამფორმებელი – გია ყანჩელი, მხატვარი – გოგი ალექსი-მესხიშვილი („ფეოლა“ მისი პირველი კინონამუშევარია), ოპერატორი – იური ფედნევი.
მსახიობი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. იპოლიტე ხვიჩიას სახელის უკვდავსაყოფად დაწესდა სპეციალური პრემია “იპო”, რომელიც ქართულ ხელოვნებაში გამორჩეულ ადამიანებს გადაეცემათ. ქუჩას თბილისში, სადაც მსახიობი ცხოვრობდა, იპოლიტე ხვიჩიას სახელი ეწოდა.