ლარის ძველი ბანკნოტების მიმოქცევის ვადა იწურება!

ქართული ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბრიდან შემოვიდა.

1995-1999 წლებში გამოშვებული ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტების გამოყენების ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს იწურება.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ წლებში გამოშვებული ბანკნოტების გადაცვლა 2022 წლის 1 იანვრიდან მხოლოდ ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი №72) იქნება შესაძლებელი.

2021 წლის 31 დეკემბრამდე ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია 1995-1999 წლების ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება შეუფერხებლად განახორციელოს, თუ ისინი აკმაყოფილებენ ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებულ „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესით” განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ქართული ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბრიდან შემოვიდა. 2016 წელს დაიწყო ბანკნოტების განახლება უფრო დაცული ახალი დიზაინით. 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გამოვიდა 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები, იმავე წლის 1 ნოემბრიდან – 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, 2017 წლის 1 სექტემბრიდან – 5 ლარის ნომინალის, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან – 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები.

წყარო: ptn.ge