ბრიტანეთში პირბადეების ტარების, სახლიდან მუშაობისა და მწვანე პასპორტების მოთხოვნის ვალდებულება უქმდება.
დიდ ბრიტანეთში პირბადეების ტარების, სახლიდან მუშაობისა და მწვანე პასპორტების მოთხოვნის ვალდებულება უქმდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
მისი თქმით, უკვე შესაძლებელია, რომ დისტანციურ მუშაობაზე უარი თქვან, ხოლო მომავალი კვირის ხუთშაბათიდან გაუქმდება პირბადეების ტარებისა და კოვიდპასპორტის წარდგენის წესი.
მან, ასევე, დააანონსა, რომ უახლოეს პერიოდში კოვიდინფიცირებული ადამიანებისთვის იზოლაციის ვალდებულებაც გაუქმდება. ჯონსონმა დააზუსტა, რომ ეს 24 მარტს მოხდება, როცა შეზღუდვების მოქმედების ვადა ამოიწურება, თუმცა ამ თარიღის გადმოწევა შეიძლება.
პრემიერმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები 25 იანვრის შემდეგ აღარ გახანგრძლივდება.
წყარო: newposts.ge