ლადო ხინჩეგაშვილის ფოტოები ნიუ-იორკიდან.
გორის მერი, ლადო ხინჩეგაშვილი შვებულებას ნიუ-იორკში ატარებს.
ხინჩეგაშვილმა სურათები ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
ლადო ხინჩეგაშვილი შვებულებაში 11 იანვრიდან იმყოფება. მან გორის მერის თანამდებობაზე მუშაობა გასული წლის 29 ოქტომბერს დაიწყო.
“გორის მერი 11 იანვრიდან სამსახურში არ გამოჩენილა. მის მაგივრად დოკუმენტებს ხელს პირველი მოადგილე ნიკოლოზ ღვინიაშვილი აწერს” – წერს Qartli.ge.
წყარო: newposts.ge