ჭყლეტა მონროვიის ეკლესიაში – დაიღუპა 29 ადამიანი.
ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში, ეკლესიაში მომხდარი ჭყლეტის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
უბედური შემთხვევა დედაქალაქის გარეუბანში, ნიუ კრუ თაუნის ტაძარში მოხდა.
როგორც გამოცემა წერს, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან რამდენიმე დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.
წყარო: itv.ge