ათენიდან საქართველოში 157 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ათენი-ბათუმის სპეციალური რეისით , სამშობლოში 157 ადამიანი დაბრუნდა.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მგზავრები, სპეციალური ავტობუსებით სასტუმროებში – „ველმონდსა“ და „სითიში“ მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 3519 ადამიანია განთავსებული. 20 მაისის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 20,957 ადამიანს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 12,192 მოქალაქე. მორიგი ავია-რეისი 22 მაისს რომიდან შესრულდება.

 

 

 

 

წყარო: “ალია”